ალფრედ კერხერის მიერ 1935 წლის 2 იანვარს შტუტგარტში დაარსებული კომპანია Alfred Kärcher SE & Co. KG, ინჟინერის სახელოსნოდან თანამედროვე გლობალურ ლიდერამდე გაიზარდა.
საწყისი წლები (1935-1950): ალფრედ კერხერი, რომელიც გამომგონებლის სულით იყო სავსე თავდაპირველად ფოკუსირებული იყო გათბობის ტექნოლოგიებზე. მისი ერთ-ერთი პირველი წარმატებული პროდუქტი იყო „კერხერის მარილის აბაზანის ღუმელი“ (Kärcher Salt-Bath Furnace), რომელიც ლითონების გამაგრებისთვის გამოიყენებოდა.
გარდამტეხი მომენტი (1950): სწორედ ამ წელს შექმნა ალფრედ კერხერმა ევროპაში პირველი ცხელი წყლის მაღალი წნევით სარეცხი აპარატი (DS 350). ეს იყო გარღვევა დასუფთავების ინდუსტრიაში. წყლის გათბობის ეს დიზაინი დღემდე თანამედროვე აპარატების საფუძველია.
საოჯახო ტრადიცია და გლობალიზაცია: ალფრედ კერხერის გარდაცვალების (1959) შემდეგ კომპანიის მართვა მისმა მეუღლემ, ირენ კერხერმა აიღო. მან კომპანია მყარად დააყენა დასუფთავების ტექნოლოგიების გზაზე და ხელი შეუწყო გლობალურ გაფართოებას. 1962 წელს საფრანგეთში პირველი საზღვარგარეთული შვილობილი კომპანია დაარსდა.
მსოფლიო მასშტაბი: დღეს Kärcher ოპერირებს 85-ზე მეტ ქვეყანაში, 150-ზე მეტი შვილობილი კომპანიის მეშვეობით და 17,000-ზე მეტ ადამიანს ასაქმებს.
კერხერ-საქართველო
ბრენდის ოფიციალური წარმომადგენლობა საქართველოში კი 2016 წლიდან ოპერირებს. მომხმარებელს სთავაზობს 300-ზე მეტ პროდუქციას, როგორც საყოფაცხოვრებო (Home & Garden), ისე პროფესიონალური (Professional) დანიშნულების აპრატებსა და ხსნარებს. ასევე ბრენდი გთავაზობთ სრულ სერვის-მომსახურებას.
კერხერ – საქართველო არ არის მხოლოდ დასუფთავების ტექნიკის მომწოდებელი.
ბრენდი სისუფთავის ფილოსოფიას სცდება – ჩვენ აქტიურად ვზრუნავთ გარემოსა და კულტურული მემკვიდრეობის შენარჩუნებაზე. კომპანია მუდმივად არის ჩართული სოციალური კორპორაციული პასუხისმგებლობის (CSR) მასშტაბურ ინიციატივებში, რადგან გვჯერა, რომ უკეთესი საზოგადოება სუფთა გარემოდან იწყება.
ჩვენი პროფესიონალური ტექნოლოგიებითა და ექსპერტული გამოცდილებით, უსასყიდლოდ ვრეცხავთ ქალაქის შადრევნებსა და კულტურული მნიშვნელობის ძეგლებს, რითაც ხელს ვუწყობთ მათ სიცოცხლის გახანგრძლივებას და პირვანდელი ბრწყინვალების შენარჩუნებას.
გარდა ამისა, „კერხერის“ გუნდი ერთიანდება „კორპორაციული დასუფთავების დღის“ ფარგლებში, როდესაც კომპანიის ყველა თანამშრომელი, მიუხედავად პოზიციისა, გადის წინასწარ შერჩეულ საზოგადოებრივ ტერიტორიაზე, რათა საკუთარი ხელით გაასუფთავოს და მოაწესრიგოს გარემო. ეს არის ჩვენი უშუალო და გულწრფელი წვლილი სუფთა საქართველოს შექმნაში.
ჩვენი სოციალური ჩართულობა მოიცავს სპორტულ და საქველმოქმედო ღონისძიებებსაც, რითაც აქტიურად ვუჭერთ მხარს ჯანსაღი ცხოვრების წესს და ვეხმარებით იმ ორგანიზაციებს, ვისაც ჩვენი პროდუქციითა და რესურსებით შეგვიძლია სისუფთავისა და ჰიგიენის სტანდარტები ავუმაღლოთ.
თანამედროვე ბიზნეს სივრცეში ჰიგიენა და სისუფთავე აღარ წარმოადგენს მხოლოდ ესთეტიკურ დეტალს — ეს არის მომსახურების ხარისხის, მომხმარებელთა ნდობის და ბიზნესის წარმატების ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი საფუძველი. სწორედ ამ მიზნის განხორციელებას ემსახურება გერმანული ბრენდი კერხერი, რომელიც უკვე რამდენიმე წელია საქართველოში პროფესიონალური დასუფთავების ტექნოლოგიების გამოფენებსა და ღონისძიებებს ატარებს, სადაც წარმოდგენილია ჰიგიენის უახლესი სტანდარტები, ინოვაციური გადაწყვეტილებები და პროფესიონალური დასუფთავების აპარატების სრული სპექტრი.
კერხერის პროდუქტები განკუთვნილია 12 სამიზნე ჯგუფისთვის, აგრობიზნესი, ავტოინდუსტრია, საცალო ბიზნესი, მშენებლობა, სამედიცინო სექტორი, სტუმარმასპინძლობა, მრეწველობა, ლოგისტიკური ცენტრები, საოფისე სივრცე, საჯარო სივრცე, რესტორნები და კაფეები. თითოეულისთვის შესაბამისი დასუფთავების აპარატებითა და გადაწყვეტილებებით.
კერხერ-საქართველო პერიოდულად ატარებს მასშტაბურ ღონისძიებებს კონკრეტული სამიზნე ჯგუფებისთვის, მოწვეულ სტუმრებს სთავაზობს უნიკალურ შესაძლებლობას: გამოცადონ აპარატები ადგილზე, გაიცნონ ინოვაციები, დაესწრონ ახალი პროდუქტებისა და გადაწყვეტილებების პრეზენტაციებს, გაიცნონ სხვა ბიზნეს პარტნიორები და გააღრმავონ პროფესიული კავშირები.
სახელი, გვარი: ოთარ მინესაშვილი
ტელეფონი: 577363979
ელ-ფოსტა: otari.minesashvili@karcher.com
სახელი, გვარი: შოთა სესაძე
ტელეფონი: 577651175
ელ-ფოსტა: shota.sesadze@karcher.com
სახელი, გვარი: კობა კობაური
ტელეფონი: 577686299
ელ-ფოსტა: koba.kobauri@karcher.com
სახელი, გვარი: გიორგი ახვლედიანი
ტელეფონი: 577240013
ელ-ფოსტა: giorgi.akhvlediani@karcher.com
სახელი, გვარი: აკაკი ავალიანი
ტელეფონი: 577242004
ელ-ფოსტა: akaki.avaliani@karcher.com
სახელი, გვარი: ანზორ ვარდიაშვილი
ტელეფონი: 577651432
ელ-ფოსტა: anzori.vardiashvili@karcher.com
სახელი, გვარი: თორნიკე ხუხუნაიშვილი
ტელეფონი: 577077282
ელ-ფოსტა: tornike.khukhunaishvili@karcher.com
სახელი, გვარი: გურამ გოგიჩაიშვილი
ტელეფონი: 577282870
ელ-ფოსტა: guram.gogichaishvili@karcher.com
სახელი, გვარი: ნიკა ჯალაღონია
ტელეფონი: 577233423
ელ-ფოსტა: nika.jalaghonia@karcher.com
სახელი,გვარი: ლანა ბოხუა
ტელეფონი: 577650484
ელ-ფოსტა: lana.bokhua@karcher.com